დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დსთ-ს მთავრობათა მეთაურების სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ორდღიანი ვიზიტით ბელორუსში გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 23 მაისს დაგეგმილია გურგენიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის შეხვედრა. ამავე დღეს შედგება ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა დსთ-ს მთავრობათა მეთაურებთან.