თოთხმეტი საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისს.
ცესკოს წარმომადგენელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ სერიოზული დარღვევების გამო გაუქმდა ოთხი საარჩევნო უბანი მარნეულში (34-ე, 56-ე, 71-ე, 76-ე); ორ-ორი გორში (58-ე, 32-ე) და ქობულეთში (43-ე, მე-15-ე); სამი გარდაბანში (58-ე, 59-ე, 27-ე); ერთი საგარეჯოში (47-ე); ერთი ხელვაჩაურში (38-ე); და ერთი მცხეთაში (მე-18).
მისი თქმით, ამ უბნებზე მოხდა ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, საარჩევნო ყუთების დაზიანება და უბნებიდან დამკვირვებლების გამოძევება.