სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ხუთ ოლქში პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ახალი თაობა, ახალი ინიციატივამ 5 ოლქში ჩატარებული ხმათა პარალელური დათვლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სამგორში, ზუგდიდში, გორში და ბათუმში მმართველი პარტია, ვაკეში კი გაერთიანებული ოპოზიცია იგებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ვაკეში უბნების 24%-ის დათვლის შედეგად მაჟორიტარულ არჩევნებში ლიდერობს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ხმათა 44,6%-ით; მეორე ადგილზეა ზაზა გამცემლიძე ნაციონალური მოძრაობიდან  36,9%-ით; ლევან ბერძენიშვილს რესპუბლიკური პარტიიდან  – 10,1%; ლეილა გაფრინდაშვილს ლეიბორისტული პარტიიდან კი 3,9% აქვს.

პროპორციული სისტემით ვაკეში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 39,47%; ნაციონალურმა მოძრაობამ – 37,8%; რესპუბლიკურმა პარტიამ – 5,81%; ლეიბორისტულმა პარტიამ – 6,5%; ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 6,16%.

სამგორში უბნების 42%-ის დათვლის შედეგად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი რუსუდან კერვალიშვილი ხმათა 50,9%-ით უსწრებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელსაც ხმათა 35,6% აქვს; კახა ძაგანიამ ლეიბორისტული პარტიიდან  9,41% მიიღო.

პროპორციული სიით სამგორში  ნაციონალურმა მოძრაობა ლიდერობს ხმათა 43,3%; გაერთიანებული ოპოზიცია -27,8%;  რესპუბლიკურმა პარტია – 5,81%; ლეიბორისტული პარტია – 13,3%; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია – 8,88%.

ზუგდიდში უბნების მეხუთედის დათვლის შედეგად, პარალელური დათვლის შედეგებით, მაჟორიტარულ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ფრიდონ თოდუა 65,1%-ით, ხოლო მეორე ადგილზე მას საგრძნობლად ჩამორჩება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი კობა დავითაშვილი ხმათა 8,87%-ით.

პროპორციული სისტემით კი ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მიიღო – 73%; გაერთიანებულმა ოპოზიციამ -9,14%;  რესპუბლიკურმა პარტიამ – 3,1%; ლეიბორისტულმა პარტიამ – 2,8%; ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 7,3%.

გორში უბნების 60%-ის დათვლის შედეგად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი ტატიშვილი ხმათა 73,9%-ით უგებს მეორე ადგილზე გასულ გიორგი მოსიძეს გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომელმაც ხმათა 11,6% დააგროვა.

პროპორციული სისტემით კი გორში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო – 73,9%; გაერთიანებულმა ოპოზიციამ – 9,88%;  რესპუბლიკურმა პარტიამ – 3%; ლეიბორისტულმა პარტიამ – 6,5%; ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 4,48%.

პარალელური დათვლის შედეგებით, ბათუმის მაჟორიტარულ არჩევნებში დავით ბერძენიშვილს რესპუბლიკური პარტიიდან 12% აქვს და  საგრძნობლად ჩამორჩება  პირველ ადგილზე გასულ თემურ ჩარკვიანს ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც ხმათა 56,49% მოიპოვა. 10,4% მიიღო ჯუმბერ თავართქილაძემ გაერთიანებული ოპოზიციიდან.

პროპორციული სისტემით კი ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში დააგროვა 51%; გაერთიანებულმა ოპოზიციამ -14,94%;  რესპუბლიკურმა პარტიამ – 7,56%; ლეიბორისტულმა პარტიამ – 7,42%; ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 15,23%. 

მთელი საქართველოს მასშტაბით პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები გეგმავს 22 მაისს.

Exit mobile version