გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ გაიმარჯვა

ცხრა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა განაცხადა, რომ მისი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებზე მოპოვებული მონაცემების თანახმად, ხმების 33%-ზე მეტი მიიღო, ხოლო მმართველმა პარტიამ – დაახლოებით, 31%.

შედეგები სპორტის სასახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოცხადდა.

ეგზით პოლების შედეგების თანახმად, რომელსაც ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოუცხადა ბოიკოტი, არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა ხმათა 63%-ით, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა ხმების 14%-ზე მეტი მიიღო.  

Exit mobile version