არჩევნებზე აქტივობა 55% იყო – ცესკო

ამომრჩეველთა აქტივობამ 20 საათისთვის, კენჭისყრის დასრულებისას 55.5% შეადგინა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

კომისიის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 1 905 960 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ რეგისტრირებული იყო 3 465 736 ამომრჩეველი.

ცესკოს პრესსპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია ოქმების შესვლა ცესკოში. თუმცა მან არ დააკონკრეტა რამდენი უბნის მონაცემი აქვს ხელთ უკვე ცესკოს, რომელიც წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას 22 მაისს, დილიდან გეგმავს.

მან ასევე განაცხადა, რომ გაუქმდა ”რამდენიმე უბნის” შედეგი, თუმცა დასძინა, ”ჯერ ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით”.

 

 

Exit mobile version