საარჩევნო ბრძოლა გრძელდება – რესპუბლიკელები

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია დაიცავს თითოეულ ხმას საარჩევნო პროცესის გადამწყვეტ მომენტში, ანუ ხმების დათვლის პროცესში, რომელიც 20 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყო.

მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც მათ ”სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”. ”მაგრამ სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ წარმომადგენლებს საარჩევნო უბნების დატოვება მოუხდათ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის აქტივისტები განაგრძობენ ბრძოლას არჩევნების დღეს უამრავი დარღვევის თაობაზე საჩივრების შეტანის გზითაც.

ამასობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ გაიზარდა საუბნო კომისიების ოპოზიციურ წევრთა მიერ უბნების დატოვების შემთხვევები. საუბნო კომისიის ექვს წევს ოპოზიციური პარტიები ნიშნავენ, ხოლო ხელისუფლებას საუბნო კომისიებში უმრავლესობა ჰყავს. სულ საქართველოს მასშტაბით 3 558 საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნა.

Exit mobile version