რესპუბლიკური პარტიის წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მოლოდინის გამო, შინაგან საქმეთ სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა სპეციალური მომზადება გაიარა ვაზიანში საპროტესტო აქციების დასაშლელად.
გაზეთი ”რეზონანსი” წერს 20 მაისის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ წვრთნების ჩატარების დროს რუსთაველის პროსპექტის ტერიტორიის მოდელი იქნა აღებული.
მმართველი პარტიის პარტიული სიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 19 მაისს განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები ”უპასუხისმგებლოა”. მან აღნიშნა, ყველას აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამ უფლებას კანონის ფარგლებში გამოიყენებს. ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი.
ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი 21 მაისს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სპორტის სასახლის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ოპოზიციამ პირობა დადო, რომ დაიცავს ყველა ხმას და არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას.