ტელეკომპანია ”კავკასიამ” ორდღიანი საეთერო პაუზის შემდეგ მაუწყებლობა 16 მაისს განაახლა.
”კავკასია”, რომელიც ოპოზიციის მთავარი ტრიბუნაა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, ეთერიდან გადამცემის დაზიანების გამო გაქრა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოახერხეს.
ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ გადამცემი შესაძლოა მიზანმიმართულად იყო დაზიანებული, თუმცა ამის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ”დამადასტურებელი ფაქტები არ გაგვაჩნია”.
ტელეკომპანია ”კავკასია” ნოემბრის არეულობის დროს ”იმედთან” ერთად გაითიშა, თუმცა მაუწყებლობა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, 16 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის მოხსნისთანავე განაახლა.