იაკობაშვილმა მოსკოვში სამშვიდობო ფარმატის შეცვლის თაობაზე ისაუბრა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სამშვიდობო ფორმატის შეცვლის შესახებ ისაუბრა.


სახლემიწოფ მინისტრი მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით 16 მაისს ჩავიდა.


მისი თქმით, უნდა მოხდეს არსებული სამშვიდობო ფორმატის გადახედვა, რადგან არსებული ფორმატი არ არის ეფეტქური და ამ პროცეში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთთან ერთად.


იაკობაშვილმა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატის შეცვლის შესახებ ინფორმაცია პირველად ორი თვის წინ გააჟღერა. მისი თქმით,  შსკ-ს ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.


”ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ ახალი ფორმატი ჩატარდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში…ჩვენ მივიჩნევთ, რომ არასწორია დავსვათ საკითხი, რომ ვდევნით რუსეთს და მოგვყავს ევროპელები, პირველ რიგში მე ვთვლი, რომ რუსებიც ევროპელები არიან და მეორეც რუსების ყოფნა არის აუცილებელი ამ კონფლიქტებში”, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერნციაზე, რომლის პირდაპირი ტრანსლირება საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ”ახალი ამბები -საქართველოს” თბილისი ბიუროში მიმდინარეობდა.


 სახელმწიფო მინისტრის განცხადებით,  აუცილებელია კონტაქტები რუსულ მხარესთან.  ”ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო”


”ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთგაგების. ეს არ არის გადაწყვეტა საკითების, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ასე შეაფასა თემურ იაკობაშვილმა მოსკოვში ვიზიტის პირველი დღე.


მისი თქმით, ქართული მხარის მთავარი ამოცანაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება.


”ის რასაც ვთავაზობთ, როგორც აფხაზებს ასევე ოსებს ის არის, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებლები საქართველოს შემადგენლობაში და გარანტია იმისა, რომ ისინი დარჩებიან აფხაზებად ად ოსებად ეს გარდუვალია, რადგან აფხაზური და ოსური კულტურა ნაწილია საქართველოსი, ეს ჩვენი სიმდიდრეა… ჩვენ არამარტო აფხაზეთი და ოსეთი უნდა დავიბრუნოთ არამედ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ იკაობაშვილმა კომენტარი გააკეთა ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოისთსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს ამ სახის შეხვედრაზე.

Exit mobile version