რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა 15 მაისს აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე იმსჯელეს.


სატელეფონო საუბარში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა, ”გამოითქვა შეშფოთება დაძაბულობის ზრდის გამო კონფლიქტის ზონაში და აღინიშნა მისი საჩქარო დეესკალაციის საჭიროება”.


იმავდროულად, კარასინმა დღეს მიიღო საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც რუსულ მხარეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


 


 


 



 

Exit mobile version