საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ისრაელში გაემგზავრა, სადაც ისრაელის სახელმწიფოებრიობის 60 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და პირისპირ შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.
იერუსალიმში მიმდინარე კონფერენციას, რომელსაც ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი მასპინძლობს, მსოფლიოს 27 ლიდერი და ასევე ცნობილი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მედიცინისა და ფილოსოფიის მოღვაწეები ესწრებიან.
კონფერენციაზე განხილული იქნება ისრაელის, ებრაელი ხალხისა და მთლიანად მსოფლიოს მომავალი განვითარების საკითხები, იუწყება პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახური.