ევროკავშირის ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

ლიტვის, პოლონეთის, სლოვენიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე 12 მაისს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევიან.


ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 მაისს განაცხადა, ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იქნება ”მხარდაჭერის დემონსტრირება ევროპული ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებების , მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე მოწოდება სიმშვიდის შენარჩუნებისკენ ამ რთულ ვითარებაში”.  


11 მაისს ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრი ვილნიუსში შეიკრიბა და განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ლიტვა მოხსნის ვეტოს ევროკავშირის რუსეთთან პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრას ვაიტიეკუნასმა განაცხადა, რომ ვეტო მოიხსნა, რადგანაც ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ შეიტანონ ლიტვის მოთხოვნები – მათ შორის საქართველოს კონფლიქტები – რუსეთთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში.   

Exit mobile version