ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა 9 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი ქართულ-რუსულ უთანხმოებაში რომელიმეს მხარეს არ დაიჭერს და მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარებისთვის იმუშავებს, იტყობინებიან Associated Press და სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო.
რუპელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების იმ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც მომდევნო კვირას ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ჯგუფის წევრები ასევე იქნებიან შვედეთის, პოლონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები.