აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 8 მაისს კიდევ ერთი ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია. ჩამოგდების ფაქტი ასევე უარყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ”ინტერფაქსის” ცნობით, ბათუმში რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ”არაფერი არ ჩამოუგდიათ”.
აფხაზური მხარის ცნობით, საერთო ჯამში ხუთი უპილოტო ქართული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული ბოლო ორი თვის მანძილზე. თბილისმა მხოლოდ 20 აპრილს ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა.