მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის თანახმად, საქართველო გეგმავს შეამციროს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5,6%-დან 2,3%-მდე.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად ასევე ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს თავდაცვის სფეროში, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2009 და 2010 წლებში შემცირდება 1,1 მილიარდი ლარიდან 950 მილიონ ლარამდე, ხოლო 2011 და 2012 წლებში – 900 მილიონ ლარამდე.
თავდაცვის ბიუჯეტი 2007 წელს 1,495 მილიარდი ლარიდან 2008 წელს 1,1 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
დოკუმენტი, რომელიც მთავრობის მიერ იანვარში გამოქვეყნებული ხუთწლიანი გეგმის დეტალური ვერსიაა, პარლამენტის ვებგვერდზე 6 მაისს გამოქვეყნდა.