დამატებითმა რუსულმა ძალებმა აფხაზეთში ორი საბაზო ბანაკი ჩამოაყალიბეს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შეყვანილი დამატებითი რუსული ძალები ოჩამჩირის რაიონის სოფლებში აქამარასა და არასაძიხში დაბანაკდნენ, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. 


”რია ნოვოსტი” აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის გასაძლიერებლად შეყვანილი რუსული ძალები ამ სოფლებში ”საბაზო ბანაკებს” ქმნიან.


სოფელი არასაძიხი ოჩამჩირიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო კოდორის ქედი სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება; ამ ქედის მიღმაა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მათ შორის კოდორის ხეობა.   


რუსული საინფორმაციო სააგენტოები და ინტერნეტ გამოშვებები იტყობინებოდნენ 6 მაისს, რომ აფხაზეთში შეყვანილ ძალებს შორის არის 400 მედესანტე.   


ამავე ინფორმაციის თანახმად, მათ შეიარაღებაში შედის 30 BMD-2; საარტილერიო იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ZSU-23-2.   


 

Exit mobile version