ევროკავშირის ტროიკის დელეგაცია პოლიტიკურ დირექტორთა დონეზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ამჟამინდელი თავმჯდომარეობის (სლოვენია), მომავალი თავმჯდომარეობის (საფრანგეთი) და ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, 8 მაისს თბილისში ჩამოვა.
ვიზიტი ხორციელდება რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ასევე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.