საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციით, პარლამენტის თვამჯდომარე შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში, გაერო-ში, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკურ და ბრუქინგის ინსტიტუტებში.
ნინო ბურჯანაძე თბილისში 9 მაისს დაბრუნდება.