ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 მაისს განაცხადა, რომ განახლებულ ერთიან სიაში სულ 3 461 851 ამომრჩეველია.
სიების გადამოწმების და დახვეწის შედეგად, ცესკო-მ განცხადებით, სიიდან ამოღებულია 8 000 გარდაცვლილი მოქალაქის და 1000 არასრულწლოვანის მონაცემი, აგრეთვე 27 000 დუბლირებული ჩანაწერი. სიაში 42 000-მდე გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და მისამართი შესწორდა.
ბოლო დღეებში, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, ცესკო-ს მისამართით მთელი რიგი ბრალდებები გაახმოვანეს. მათი თქმით, ცესკო-ს არ სურს გააუმჯობესოს ამომრჩეველთა სიები.