ცხრა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 21 მაისს, არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შენობის წინ საპორტესტო აქცია გამართონ.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 1 მაისს განაცხადა, რომ აქციის მიზანი უნდა იყოს ”ხმების დაცვა” და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თავიდან აცილება.
ოპოზიციურმა კოალიციამ ცესკო-ს წინ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია 1 მაისსაც გამართა, რომელიც ოპოზიციის ლიდერების და აქტივისტების პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ ოპოზიციას ცესკო-ს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილი კარების აჭედვა უნდოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამის საშუალება არ მისცეს, გაჩეჩილაძემ თავად მიაჭედა ორი ფიცარი ცესკო-ს შენობის ერთ-ერთ ფანჯარაზე. ამის შემდეგ მან ჩაქუჩი პოლიციელებისკენ ისროლა, რომლებიც შენობის შესასვლელს იცავდნენ.
იმავდროულად, გაერთიანებული ოპოზიცია 7 მაისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გეგმავს აქციას – ”გვახსოვს 7 ნოემბერი”.