პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი, რომელიც მომავალ პარლამენტში კენჭს აღარ იყრის, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.
”ალბათ ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა დაგეგმილი,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს გაბაშვილმა 1 მაისს.
იგი ამ თანამდებობაზე ზაზა გოქსაძეს შეცვლის, რომელსაც გაბაშვილის თქმით, როტაციის დრო მოუვიდა.
პარლამენტის წევრობამდე კოტე გაბაშვილი საქართველოს ელჩი იყო გერმანიაში, მანამდე კი თბილისის მერად მუშაობდა.