ცენტრალური საარჩევნო კომისია დათანხმდა, რომ კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის მმართველი პარტიის სია ეჩვენებინა.
ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, მმართველმა პარტიამ დეპუტატობის კანდიდატთა სიის მხოლოდ ნაწილი წარუდგინა ცესკოს 21 აპრილს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია შეეცდებოდა სიის შეცვლას მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები 21 აპრილს საღამოს ცესკოში შეიკრიბნენ და კომისიის ხელმძღვანელობას მმართველი პარტიის სიის ჩვენება მოსთხოვეს.
რამდენიმე საათიანი კამათის შემდეგ ცესკო დათანხმდა მმართველი პარტიის სიის ჩვენებაზე. პროცესს ცესკოს ოპოზიციური წევრები, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებიც დაესწრნენ.