სოხუმის თქმით, ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები ნაპოვნია

აფხაზური მხარის მიერ 20 აპრილს ჩამოგდებული ქართული მზვერავი თვითმფრინავის რამდენიმე ნამსხვრევი ნაპოვნია, იტყობინება ”აფსნიპრესი”  დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას სიტყვებზე დაყრდნობით.


კუპალბას თქმით, ნამსხვრევების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ 2006 წელს წარმოებული საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი. მისი თქმით, ანალოგიური თვითმფრინავი აფხაზურმა მხარემ 18 მარტსაც ჩამოაგდო. კუპალბამ ასევე განაცხადა, რომ დადგენილია საფრენი აპარატის სერიული ნომერი, თუმცა ეს ნომერი არ დაასახელა. კუპალბას თქმით, სამინისტრო აპირებს ნამსხვრევები ჟურნალისტებს უჩვენოს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა 20 აპრილს უარყო მისი მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი და ამ ცნობას ”დეზინფორმაცია” უწოდა.

Exit mobile version