თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 21 აპრილს სამდღიანი გეგმიური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყო 2 500 სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვისტების მონაწილეობით, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას განცხადებით, სწავლების თემაა რეზერვისტების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და საზღვაო დესანტის გადასხმის იმიტაცია.
”აფსნიპრესის” ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, თუ სად ტარდება სამხედრო წრთვნები.