სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები, ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში, 15 აპრილს სოხუმში მოლაპარაკებებს გამართავენ, იტყობინებიან სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი და ”აფსნიპრესი”.
ორი ლიდერი განიხილავს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის საბაჟო და სავაჭრო სფეროებში.
საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, კოკოითის სოხუმში ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნა აფხაზეთში.