ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს 17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ახლახანს დაფუძნებული ეს ოპოზიციური პარტია 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს.
ჯერ-ჯერობით პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს არ აქვს გადაწყვეტილი იყრის თუ არა ის სადმე კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად. მაჟორიტარების დასახელების ვადა 21 აპრილს იწურება.
ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატები არიან:
ლევან ღვინჟილია – მთაწმინდა;
გიორგი ახვლედიანი – ქუთაისი;
იზა ხეცაძე – ბორჯომში;
ზაურ ციხელაშვილი – დმანისი;
ლაშა ბერაია – ფოთი;
მამუკა მახათაძე – ზესტაფონი;
თემურ თოლორაია – ზუგდიდი;
მაგდა კოტრიკაძე – ჩოხატაური;
გოგიტა მელიქიძე – რუსთავი;
გუგუა მარსაგიშვილი – ყაზბეგი;
გიორგი დათუაშვილი- ბაღდათი;
ბადრი ლაზიაშვილი- თეთრიწყარო;
გიორგი გოგოლაძე – ხაშური;
გია ხაზიური – გურჯაანი;
თემურ გვალია – ჭიათურა;
გიორგი ფხოველიშვილი – სიღნაღი;
დავით ლორთქიფანიძე – ვანი.