თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისის საკრებულომ ერთხმად აირჩია ახალი თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ზაალ სამადაშვილი.


მწერალი, ზაალ სამადაშვილი 2006 წლის შემოდგომაზე საკრებულოში არჩევამდე თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იყო.


საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

Exit mobile version