საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი 22 მაისიდან ევროპულ ტურნეს იწყებს.
23-27 მაისს ის ბრიუსელს ეწვევა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დაიგეგმა, რათა განხილულ იქნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები.
27-29 მაისს ტყეშელაშვილი შვედეთს ესტუმრება, ხოლო 30-31 მაისს ფინეთს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.