ახალმა მემარჯვენეებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანი პარტიული სიით მიიღონ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.
”ეს იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი და ნაციონალური მოძრაობის მთავარი კონკურენტი,” – განუცხადა დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ ახალი მემარჯვნეებიდან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 7 აპრილს.
საარჩევნო ბლოკის და მისი პარტიული სიის პრეზენტაცია დღეს მოგვიანებით გაიმართება.