იაკობაშვილი მზადაა კოკოითს შეხვდეს

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს და კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილოს.


”მე არა ერთხელ შევუთვალე, რომ მე მზად ვარ შეხვდე, სადაც არის მათთვის მოსახერხებელი – ცხინვალში, მოსკოვში თუ სანფრანცისკოში და დაველაპარაკო ბატონ კოკოითს, თუ ზუსტად რა სურს მას, რა ფორმებით სურს,”- განუცხადა იაკობაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”, ”თუ კოკოითს მართლაც ენაღვლება თავისი ხალხის ბედი, ასეთი შეხვედრა აუცილებელია”.


თუმცა ცხინვალი მაღალი დონის შეხვედრას ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან. ქართული მხარე აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, თუ ის წინასწარ მომზადდება.


 

Exit mobile version