ახალ მემარჯვენეებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გავლენ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, თუ ოპოზიციური კოალიციის ერთიანი სიით, განაცხადა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.
”საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,” – განაცხადა მან გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში 2 აპრილს, ”მოლაპარაკებების პროცესი კვლავ მიმდინარეობს”.
ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 31 მარტს მიანიშნა, რომ ახალი მემარჯვენეები კოალიციის ერთიანი სიით აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.
8 აპრილს პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა იწურება.
მამუკა კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ მას სურს მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი თავის მშობლიურ ამბროლაურის რაიონში.