ოპოზიციამ შიმშილობის აქცია შეწყვიტა

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმა შიმშილობის აქციის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.


ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 25 მარტს პარლამენტის შენობასთან მივიდა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ილია მეორემ ურჩია მათ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართონ.

შიმშილობის აქციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აქციას გამოეთიშა კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და ახალი მემარჯვენეების ორი დეპუტატი.

25 მარტს მე-17 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან, მათ შორის სამმა დეპუტატმა შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ. ახალი მემარჯვენეების ექვსი დეპუტატისთვის პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში დღეს უკვე შიმშილობის 16 დღე იყო (დეპუტატი ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).


 



 

Exit mobile version