ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 25 მარტს, საღამოს 6 საათზე განახლდება. მათი თქმით, ასევე გაგრძელდება შიმშილობის აქცია.


ეს განცხადება დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან ოპოზიციის ლიდერებთან, მათ შორის ახალი მემარჯვენეებიდან, კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.


მანამდე დეპუტატმა დავით საგანელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან რადიო ”უცნობს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ოპოზიცია ძირითადად ორ ვარიანტს განიხილავს. ”ეს არის შიმშილობის აქციის შეწყვეტა და საარჩევნო კამპანიის დაწყება ხელისუფლების დასამარცხებლად იმ უსამართლო წესებით, რომელიც მათ თავად შექმნეს,” – განაცხადა საგანელიძემ, ”მაგრამ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული; თუ ჩვენი კოლეგები [ოპოზიციური კოალიციიდან] განაგრძობენ შიმშილობის აქციას, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც უაზრო იქნება შიმშილობის შეწყვეტა”.


ამასობაში, ორმა დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო დეპუტატი ზვიად ძიძიგური კონსერვატორული პარტიიდან ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


 

Exit mobile version