დღეს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სამეთაურო-საშტაბო სამხედრო წვრთნები იწყება 4 ათასი ადამიანის მონაწილეობით, იუწყება ”კავკაზკი უზელ”-ი აფხაზეთის გენშტაბის უფროსის, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ზაიცევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
წვრთნებში, რომელიც 28 მარტამდე გასტანს და სამობილიზაციო, საომარი მზადებისა და სროლების ფაზებს მოიცავს, ჩაერთვებიან თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დანაყოფები და რეზერვისტები. თუმცა წრვთნების ადგილი არ სახელდება.
ბოლოს აფხაზურ ძალებში წვრთვნები მარტის დასაწყისში გაიმართა 100 ერთეული საარტილერიო დანადგარის, სატანკო ბატალიონის და 2 ათასი რეზერვისტის მონაწილეობით.