ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში, შესაძლოა, მომღერლები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლელა წურწუმია და ლექსენი ვიხილოთ, წერს 21 მარტს გაზეთი ”რეზონანსი”.
დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიაში საარჩევნო სიების შედგენაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ”ისე არანაირი პრობლემა არ არის არც ერთ პიროვნებაზე, რომელსაც საზოგადოება დადებითად ახასიათებს, რომ ისინი ჩვენს სიაში მოხვდნენ,” -აცხადებს კუბლაშვილი ”რეზონანსთან” საუბარში.
გაზეთის ინფორმაციით, საარჩევნო სიაში მოიაზრებოდა ასევე მომღერალი ბუბა კიკაბიძე, თუმცა მან დათანხმებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.