ოპოზიციური პარტიების დეკლარაცია – სრული ტექსტი

ქართული ტექსტი გაავრცელა საქართველოს გზის პრესსამსახურმა                 


ოპოზიციური პარტიების დეკლარაცია


შიმშილობის მე-8 დღეს, რომელშიც დღეს მონაწილეობს 100 კაცზე მეტი (მათ შორის ოპოზიციური კოალიციის პარტიათა ყველა ლიდერი და 13 დეპუტატი) თბილისში და პროვინციათა ქალაქებში (ბათუმში, ქუთაისში, ლანჩხუთში). ქართული ოპოზიცია ერთიანდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოწოდებით:

ეს შიმშილობა მიმართული იყო ხელისუფლების უტეხობის საპასუხოდ, რომელმაც უგულვებელყო რა თავისი დაპირებები, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, უარი თქვა ყურად ეღო დიალოგი, რომელშიც ოპოზიცია უკვე ერთ თვეზე მეტია ჩართულია და მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებები და ეს მიუხედავად ძალაუფლების ყველა ქმედებაში დაეჭვებული მოსახლეობის თავშეკავებისა, ჩვენს ყველა დათმობებზე.

მასობრივი მანიფესტაციების შეჩერება და დიალოგზე თანხმობა აღქმულ იქნა ძალაუფლების მიერ არა როგორც ოპოზიციის მზადყოფნა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების გზით მონახოს გამოსავალი კრიზისიდან, არამედ როგორც გამოსაყენებელი სისუსტის ნიშანი და შესაძლებლობა გაზარდონ თავისი უპირატესობა.

სწორედ უპირატესობის გაზრდის მიზნით ცადა ხელისუფლებამ მიეღო 11 მარტს სასწრაფო კანონი, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ უმრავლესობას მიიღოს 75 ადგილი 150 დან, რომელიც იქნება მომავალ პარლამენტში. ეს  კანონი შეტანილ და მიღებულ იქნა სამ დღეზე ნაკლებ დროში, ოპოზიციასთან ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი არ იყო დადებული მოლაპარაკებათა მაგიდაზე, რომელზედაც იხილებოდა  მომავალი არჩევნების პირობები და გაყალბებისა და დარღვევების თავიდან აცილების საშუალებები, რომელზედაც დაწვრილებით აღნიშნავდა ეუთო-ს საბოლოო დასკვნა, გამოქვეყნებული გასულ კვირას.

ძალაუფლების ეს დამამცირებელი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ყოველგვარი დიალოგის იდეას, აღქმულ იქნა როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანია აიძულოს ოპოზიცია გამოვიდეს ქუჩაში, რათა ძალაუფლებამ აჩვენოს გარეშე მსოფლიოს, თუ რარიგ უპასუხისმგებლოა ქართული ოპოზიცია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც რუსეთთან აფხაზეთის გამო დაძაბულობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. 

ქართული ოპოზიცია აქ ადასტურებს თავის ნებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში შესაძლებელი იყოს არჩევნების გზით და არა ქუჩის მიერ.  ეს არის მიზეზი, რატომაც შესძლო მან აეცილებინა თავიდან, რომ არც ერთი იმ 12 მანიფესტაციიდან, რომელიც ჩატარებული იყო ნოემბრიდან იანვრამდე და რომელმაც გამოიყვანა ასი ათასი და მეტი მომიტინგე, არ დაშორებია ამ მშვიდობიან ფორმას და არ უძებნია შეჭრილიყო საზოგადოებრივ დაწესებულებებში. მაგრამ ეს დეტერმინაცია შეუძლებელია შენარჩუნებულ იყოს, ძალაუფლების მიერი დაცინვით აჯანყებული საზოგადოების მზარდი წნეხის ქვეშ, რომ, თითქოს, ის შეიძლება დაარწმუნო რომ არჩევანის უფლების მინიმალური პირობები და მისი დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს.

დიალოგის სახელის ღირსი მოლაპარაკებების არარსებობა, რომელიც არ იქნებოდა დაცინვა ოპოზიციაზე, მისი ლიდერების შიმშილობიდან გამოწვეულ შეუძლებლობაზე გააკონტროლონ და მართონ მოვლენები, და ძალაუფლების სიბრმავის წინაშე, რომელიც  დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია კიდევ ერთხელ აკონტროლოს არჩევნები და არ ეშინოდეს საერთაშორისო საზოგადოებისა, ვითარება შეიძლება დაუსხლტეს ყოველგვარ კონტროლს და გახდეს უმართავი.

ჩვენ გვეჩვენება დღეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო შუამავლობას და საერთაშორისო გარანტიებს შეუძლიათ შეაძლებინოს ქვეყანას თავი დააღწიოს უაღრესად საშიშ სპირალს. ეს იმოქმედებდა მოლაპარაკებების განახლებაზე მომავალი არჩევნების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული გაერთიანების მეთვალყურეობით, იმ გარანტიების შესაქმნელად რომ ამ არათანაბარ პირობებში ოპოზიცია არ იქნება ისევ დაყაჩაღებული და დაცინული. 

კრიზისის პოლიტიკური დაძლევა არის ერთადერთი გამოსავალი საქართველოსათვის.

საქართველოს პრეზიდენტის ცდა ყურადღება გადაიტანოს აფხაზეთისაკენ, მცდელობა ხელმეორედ მოახდინოს მოსახლეობის მობილიზება საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ,  ბრალეულის კონფლიქტის ზონებში ვითარების დამძიმების მისწრაფებაში, არ უნდა შეაცდინოს საერთაშორისო საზოგადოება ნამდვილი თამაშის ერთადერთი საფასურში.

სეპარატისტული კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი, თანხმობაში მყოფი და განვითარებული, ისევე როგორც დემოკრატიული და თავისთავში დარწმუნებული საქართველოს მიერ, რომ მას შეუძლია დააჯეროს თავისი მეზობლები მშვიდობიან მისწრაფებაში და შერიგების გეგმაში.

ასევე, საქართველოსათვის ბუქარესტის სამიტის დროს MAP-ის მიღება უნდა დაისვას ამავე კონტექსტში. გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავის საგურამოს მემორანდუმში გასულ ოქტომბერში, უცვლელ პრიორიტეტად ჩაწერა პროევროპული ორიენტაცია და საქართველოს ნატოში ინტეგრაციისაკენ მისწრაფება.

ამ ოპოზიციისათვის მიუღებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს MAP-ში შესვლას იმ პრეტექსტით, რომ არ შეაშფოთოს ჩვენი ძლიერი მეზობელი. ეს სამშვიდობო პოლიტიკა, გახსენებთ, შესაძლებელთაგან ყველაზე ცუდია და ხელშემწყობი გააძლიეროს, და არა შეამციროს,  ყოფილი ‘მფარველების’ მადა.
ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელმაც დაადასტურა თავისი მისწრაფება ამ ორიენტაციისაკენ, სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც საქართველოს პარტნიორობის ინდივიდუალური გეგმის პრიორიტეტად ჩაწერა ეს ორიენტაცია, შეუძლია დათანხმდეს, ან დროში გაწეროს საქართველოს კანდიდატურა MAP-ში დემოკრატიის დეფიციტზე ყოველგვარი მითითების გარეშე, რაც ადასტურებს 5 იანვრის უაღრესად არასრულყოფილი არჩევნები და დამოკლეს მახვილი, რომელიც ჰკიდია მომავალ არჩევნებზე.

საქართველო, რომელშიც დღეს არაფერი არ არის გარანტირებული, არც ხმის მიცემის თავისუფლება, არც სასამართლოს დამოუკიდებლობა, არც კერძო საკუთრების ხელშეუვალობა, არც პირადი უსაფრთხოება, არც მედიას, განსაკუთრებით ტელევიზიის, თავისუფლება, არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული გაერთიანების პარტნიორად, თუ ის არ დაადასტურებს მომავალ არჩევნებში, რომ მას შეუძლია გამოვიდეს კრიზისიდან სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების გზით.

საქართველოს ოპოზიციის მოწოდება უპირველეს ყოვლისა მიმართულია თავისი ევროპელი პარტნიორებისადმი, რომ დაეხმარონ ამ მწვავე ფაზის გადალახვაში, რათა განახლებულ იქნას შეწყვეტილი სვლა დემოკრატიისაკენ.

საქართველოს ოპოზიცია ხელახლა ადასტურებს თავის მზადყოფნას დიალოგისათვის ქვეყნის ინტერესების შესატყვისად, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობს არათანაბრობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში და შესაძლებლობაში გააცნოს თავისი პოზიცია და თავისი მოთხოვნების კანონიერება საზღვარგარეთ, ის მოუწოდებს საერთაშორისო ერთობის წარმომადგენლებს აიღონ თავისთავზე მედიატორობა უკანასკნელი შანსის მოლაპარაკებებში. 

საქართველოს ოპოზიცია ამასთანავე სარგებლობს შესაძლებლობით, რათა ხაზი გაუსვას თავის სოლიდარობას სომეხი ხალხისადმი, და უსურვოს, რომ დემოკრატიამ სომხეთში შესძლოს დაიბრუნოს თავისი უფლებები, რადგან ამაშია კავკასიაში დემოკრატიის მომავალი და, მაშასადამე იმ რეგიონის სტაბილურობა, რომელსაც უკავია სტრატეგიული ადგილი და აქვს როგორც ენერგეტიკული და კომერციული ტრანზიტის რეგიონის სამომავლო პოტენცია. ამ რეგიონის სტაბილურობა, რომელიც დღეს იმყოფება ევროპის საზღვართან და შავ ზღვაზე, არ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი ევროპის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ხმელთაშუა ზღვისათვის, რომლის განუყოფელი ნაწილიც ჩვენ ვართ.

ეს მოწოდება განსაკუთრებით არის მიმართული საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, პოლონეთის პრეზიდენტის და ესტონეთის პრეზიდენტისადმი, რომელთა შესაძლებლობა ევროპის უფრო პასუხისმგებელი პოზიციის გამთლიანებისათვის, ჩვენ გვეჩვენება გადამწყვეტად.


ეროვნული საბჭო:
1. ლევან გაჩეჩილაძე
2. გოგა ხაინდრავა
3. კონსერვატიული პარტია
4. ხალხის პარტია
5. ქართული დასი
6. თავისუფლება
7. ჩვენ თვითონ
8. ერთიანი საქართველოსთვის
9. საქართველოს გზა
10. ეროვნული ფორუმი


რესპუბლიკური პარტია

ახალი მემარჯვენეები


16 მარტი, 2008 წელი

Exit mobile version