პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს შეხვდება.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს შეხვედრები ექნება ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან, თავდაცვის მდივანთან რობერტ გეითსთან, გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი-მუნთან. ასევე დაგეგმილია ატლანტიკურ საბჭოში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.


პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტისას თან ახლავს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დავით ბაქრაძე და დავით კეზერაშვილი.

Exit mobile version