15 მარტს ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სახურავის ნაწილი ახადა. ეკონომიკის მინისტრის ეკა შარაშიძის თქმით, ძლიერი ქარის გამო გადაიდო რამდენიმე ავიარეისიც.
თბილისის აეროპორტს, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ აშენდა, თურქული Tepe-Akfen-Vie (TAV) მართავს. აეროპორტს სახურავი გასული წლის თებერვალში, მისი გახსნიდან ათ დღეში, მომხდარმა ძლიერმა ქარმაც ახადა.