ერედვის ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფელ ერედვში გუშინ ღამით სროლებს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც სოფლის ერთი მკვიდრი დაიჭრა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.


ქართული მხარე აცხადებს, რომ ინციდენტი ოსური მხარის მიერ იყო პროვოცირებული.


”იყო პროვოკაცია, რომ ქართული ბატალიონი ჩართულიყო სროლებში რუსებთან [სამშვიდობოებთან] ,”- განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა მამუკა ყურაშვილმა, ”მათ ამ უმისამართო სროლაზე მისამართიანი პასუხი მიიღეს”.


თუმცა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სროლები ერედვში დისლოცირებულ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს შორის მოხდა, რომელთა ”რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა” ბოლო დროს.

Exit mobile version