თბილისი ითხოვს ეუთო-მ იმსჯელოს აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე

საქართველოს წარმომადგენლობა ეუთოში დააყენებს ორგანიზაციის მუდმივ საბჭოზე რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების განხილვის საკითხს, რომელიც აფხაზეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას უკავშირდება.


გასულ კვირას რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მათ შორის იარაღით ვაჭრობის სფეროში. ამ ნაბიჯს თბილისმა ”ამორალური და ძალიან სახიფათო” უწოდა.


”ეს არის რეალურად კონფლიქტის მოგვარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,”- განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”რაც შეეხება ეუთოს რეაქციას, ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება საკითხის განხილვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება”.

Exit mobile version