ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი კრისტიან სტროჰალი 10 მარტს საქართველოში ჩამოვიდა.
იგი უკვე შეხვდა პარლმენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
ODIHR-მა მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოწვევა დააკვირდეს მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ODIHR-ი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს საქართველოში.