ოპოზიციის ლიდერები ესტონეთს სტუმრობენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ოპოზიციური კოალიციიდან სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს გზა) და დეპუტატი კახა კუკავა (კონსერვატიული პარტია) და ასევე კოალიციიდან ცოტა ხნის წინ გასული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ესტონეთს სტუმრობენ. 


10 მარტს ტალინში დაგეგმილია მათი შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან  თომას ჰენდრიკ ილვესთან და პრემიერ-მინისტრთან ანდრუს ანსიპთან. ოპოზიციონერი ლიდერები ასევე შეხვდებიან ესტონეთის პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერს კრისტინა ოჯულენდს, იტყობინება კონსერვატიული პარტიის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიის საკითხებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწაფებებს.

”საქართველოს მეგობრებმა დაინახეს, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლება ვერ უმკლავდება პრობლემებს და მათ გადაწყვიტეს ოპოზიციასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება,”- განუცხადა ჟურნალისტებს ტალინში გამგზავრებამდე დავით უსუფაშვილმა.  

Exit mobile version