თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 29 თებერვალს არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის აპარატის სარჩელი და ცენტრალური საარჩევნო კომისიას (ცესკო) არ დააკისრა ჯარიმა საპრეზიდენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების ასლების გაუცემლობის გამო.
ცოტა ხნის წინ ცესკო-მ უარი უთხრა სახალხო დამცველს ამომრჩეველთა ხელმოწერილი სამაგიდო სიების ასლების გადაცემაზე. სახალხო დამცველის აპარატმა 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებით ცესკო-მ დაარღვია კანონი, რის გამოც მიმართა სასამართლოს კომისიისთვის 800 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.
ცესკო აცხადებს, რომ სასამართლომ საქმე კანონმდებლობის დარღვევის არ არსებობის გამო შეწყვიტა.
სოზარ სუბარი მომხდართან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს, აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში.