აჭარაში შვიდი ჰესი აშენდება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შვიდი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელთა საერთო სიმძლავრე 119,9 მგვტ იქნება, 167 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.


ამის შესახებ მემორანდუმს დღეს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და თურქული კომპანიების კონსორციუმის ”აჭარა ენერჯის” გენერალურმა დირექტორმა მეთინ ქუმუშოღლუმ მოაწერეს ხელი.


”აჭარა ენერჯი” ჰესებს მდინარეებზე  – კინტრიშსა და ჭოროხზე  – ააგებს.


ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, ჰესების მშენებლობა 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყება და ექსპლუატაციაში ეტაპობრივად 2015 წლის იანვრამდე შევა.


მემორანდუმის თანახმად, თურქული კომპანია საჭიროების შემთხვევაში, ძირითადად, ზამთრის სეზონზე მოამარაგებს საქართველოს ბაზარს წლიური გამომუშავების 40%-ით; წელიწადის სხვა დროებში კი ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთში განახორციელებს.

Exit mobile version