საკანონმდებლო ორგანოში სამი ახალი ელჩის კანდიდატურაა შესული, რომელთაც დეპუტატები მიმდინარე კვირას დაამტკიცებენ.
რუსეთში საქართველოს ელჩად ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტია წარდგენილი. იგი ყოფილ ელჩს ირაკლი ჩუბინიშვილს შეცვლის.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ინიშნება, რომელიც ამ თანამდებობაზე მიხეილ უკლებას შეცვლის.
მიხეილ უკლება, რომელიც ჩინეთში ელჩობამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და ასევე ქონების მართვის მინისტრად მუშაობდა, ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.