მთავრობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია

პარლამენტმა 19 თებერვალს ოფიციალურად დაუჭირა მხარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დაწყებას, რომელიც მთავრობისთვის ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ნდობის გამოცხადებას ითვალისწინებს.


საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მთავრობა ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე უნდა გადადგეს; მთავრობის წევრები თავიანთ მოვალეობებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე შეასრულებენ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი ერთთვიანი საჯარო განხილვის შემდეგ უნდა უყაროს.


საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას ითვალისწინებს, ოპოზიციის 17-პუნქტიან მემორანდუმში გახმოვანებული ერთ-ერთი მოთხოვნაა.   


 

Exit mobile version