რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომ იმ პოლიტიკური კურსის შესაბამისად, რომ კოსოვო საერთაშორისო პრეცედენტს წარმოადგენს, რუსეთის პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახალი დონის ურთიერთობებს ითვალისწინებს.
ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება რუსეთის ფედერაციის ”წარმომადგენლობების” გახსნა ამ რეგიონებში, წერს გაზეთი.
ამრიგად, რუსეთი დე ფაქტოდ დაამყარებს სახელმწიფოთაშორისო დონის ურთიერთობებს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოფიციალურად ცნობის გარეშე.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდა.