საქართველომ ოფიციალურად მიმართა ნატოს MAP-თან მიერთების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც გამოთქვამს ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) მიერთების მზადყოფნას და თხოვს ალიანსს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.


აღნიშნული წერილი 14 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა რევაზ ბეშიძემ პირადად გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს.


საქართველომ  MAP-ის მიღების თაობაზე მიმართვა ნატოს აპრილში, ბუქარესტში დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. 

იმავდროულად, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 13 თებერვალს მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრანისათვის MAP-ის დამტკიცებას. 



Exit mobile version