“მძიმე სახელმწიფო დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, ყველა ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის გადაცვალებასთან დაკავშირებით.
”გამოვთქვამ მწუხარებასა და თანაგრძნობას მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ,”- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა 13 თებერვლის საღამოს გაავრცელა.