skip to content
ახალი ამბები

რუსი დეპუტატი: რუსეთი დაუჭერს მხარს თვითგამოცხადებულ რეგიონებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს თავის ”ზომიერ” პოზიციას თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.


კოსოვოს აღიარება ”ძალიან სერიოზული ფაქტორია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიმართ რუსეთის ფრთხილი პოლიტიკის გადასახედად,”-   განაცხადა კოსაჩევმა.


საქართველო უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერაში ეკონომიკური დახმარების, რუსული მოქალაქეობის მინიჭების და სამხედრო მხარდაჭერის გზით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button